"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ამერიკელ კონგრესმენებთან და სენატორებთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კითხვები დაისვა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, პარტნიორები ფიქრობენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, გამოსავალი მისი ევროპის მიმართულებით გადაყვანაა.
"ამ შეხვედრაზეც იყო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბარი, მათ შორის, სენატორების და კონგრესმენების მხრიდან დაისვა კითხვა ამასთან დაკავშირებით. ყველამ ვთქვით გულწრფელად და ამას ღიად ვიტყვი - იმისთვის, რომ მოხდეს ქვეყანაში შემდგომი ნაბიჯების გადადგმა დეპოლარიზაციისკენ, ძალიან მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტა. ჩვენი უფრო და უფრო მეტი დასავლელი პარტნიორი ყალიბდება იმაზე, რომ გამოსავალი ამ შემთხვევაში არის მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე ტრანსპორტირება დასავლეთის, ევროპის მიმართულებით, რაც მათი პოზიციაა და რასაც მე ასევე ვემხრობი", - თქვა გიორგი ვაშაძემ.
ასევე იხილეთ: