ჯანეზაშვილი დოლიძეს მოძრაობა "ხალხისთვის" დაფინანსების გასაჯაროებას სთხოვს

გამოქვეყნდა:

დოლიძე-ჯანეზაშვილის დაპირისპირება გრძელდება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დატოვების შემდეგ ანა დოლიძეს პრეტენზიები საბჭოს არამოსამართლე წევრის მიმართ ისევ აქვს. ის ამტკიცებს, რომ ნაზი ჯანეზაშვილი მის წინააღმდეგ პოლიტიკურ პატიებს გაურიგდა.

ნაზი გაება ძალიან სერიოზულ, ბინძურ პოლიტიკურ კამპანიაში ჩემს წინააღმდეგ და ეს კამპანია დასტურდება იმით, რომ ის აცილებს თავის უფლებამოსილებას, საუბრობს იმ საკითხებზე, რომელიც აღარ ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. რაც შეეხება მოძრაობა "ხალხისთვის" დაფინანსებას, ჩვენ ვაპირებთ, რომ გამოვაცხადოთ ძალიან სერიოზული და აქტიური ფონდების მოძიების სტრატეგია. აქამდე ჩემი შემომწირველების შესახებ გამოქვეყნებულია ჩემს ლაივ მოხსენებებში, - აცხადებს ანა დოლიძე.   

თავის მხრივ, დოლიძის პოლიტიკური საქმიანობის მიმართ შეკითხვები აქვს ნაზი ჯანეზაშვილს. ის თხოვს, რომ ანა დოლიძემ მისი მოძრაობის დამფინანსებლების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვოს.

ძვირადღირებულია ხომ საქალაქის ცენტრალურ უბანში ოფისის ხარჯების დაფარვა, სხვა ხარჯების დაფარვა, ამ ყველაფერს როგორ ახერხებს, ამას არ ამბობს. დეკემბრამდე, მისი, როგორც მოძრაობის არსებობის შესახებ არავინ იცოდა. ხან ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციაა, ხან ამბობს, რომ პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწევა, ჩამოყალიბდეს, მე ვურჩევდი, - ამბობს ჯანეზაშვილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი