
უკრაინაში გაჩაღებული ომის პარალელურად, კრემლი 9 მაისის აღსანიშნად ემზადება. რუსულ მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ რუსული სამხედრო ტექნიკა და ჯარისკაცები წითელ მოედანზე აღლუმის ჩასატარებლად ემზადებიან.
ცნობილი ხდება, რომ მარშში მონაწილეობას როგორც სატანკო, ასევე ქვეითი ბრიგადა და ავიაცია მიიღებს.
დასავლური მედია აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ 9 მაისისთვის პუტინს სურს მარიუპოლი სრულად ჰქონდეს დაკავებული, ამიტომ მომდევნო დღეებში კიდევ უფრო აქტიურ შეტევას პროგნოზირებენ.