ავსტრალიამ პუტინისა და ლავროვის შვილებს სანქციები დაუწესა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში ომის საპასუხოდ, ავსტრალიის მთავრობამ სანქციები რუსეთის კიდევ 147 მოქალაქეს დაუწესა.

მედიის ცნობით, სანქცირებულთა შორის არიან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერი პუტინი შვილები: კატერინა ტიხონოვა და მარია ვორონცოვა, ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი: ეკატერინა ვინოკუროვა. 

სანქციები ასევე დაუწესდა რუსეთის დუმის 144 დეპუტატს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს პუტინის მიერ 22 თებერვალს უკრაინის ორი რეგიონის - დონეცკისა და ლუგანსკის არალეგიტიმურ "აღიარებას". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი