როცა ვკითხეთ რა სჭირდებოდათ, ითხოვეს საბრძოლო მასალა. არც წყალი, არც საკვები - დანილოვი მარიუპოლის მცველებზე

გამოქვეყნდა:

არ არის საჭირო ამის თქმა, მაგრამ გეტყვით, რომ როცა ღამით იქ ვერტმფრენების გაგზავნა დავიწყეთ და როცა ვკითხეთ რა იყო საჭირო, მათ (ქალაქის დამცველებმა) ითხოვეს საბრძოლო მასალა. არც წყალი, არც საკვები, თუმცა ესეც მივუტანეთ - ამბობს უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ოლექსეი დანილოვი მარიუპოლის დამცველებზე საუბრისას.

მისი თქმით, ამჟამად ქალაქში ვითარება უმძიმესია, თუმცა მარტივი არც არასდროს ყოფილა. დანილოვი ამბობს რომ მარიუპოლში გამაგრებული უკრაინელი სამხედროები თავის თავზე იღებენ ოკუპანტების მხრიდან მძიმე დარტყმებს.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი