
კრემლი რუსეთის არმიისა და საზღვაო ძალების უმაღლესი ხელმძღვანელობის "წმენდას" განაგრძობს - ამის შესახებ ეროვნული ტელემარათონის ეთერში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ ისაუბრა.
უწყების ცნობით, რუსული საოკუპაციო ნაწილების ხმელეთზე დამარცხებისა და რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი "მოსკოვის" განადგურების შემდეგ, არმიისა და საზღვაო ძალების სარდლობის წინააღმდეგ რეპრესიების მორიგი ეტაპი დაიწყო.
- უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, შავი ზღვის ფლოტის მეთაური ადმირალი ი. ოსიპოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებები შტაბის უფროსის - შავი ზღვის ფლოტის მეთაურის პირველი მოადგილის, ვიცე-ადმირალ ს.პინჩუკის წინააღმდეგაც მიმდინარეობს.
- საომარი მოქმედებებისთვის არადამაკმაყოფილებელი მომზადებისა და პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის დიდი დანაკარგის გამო, მე-6 არმიის მეთაურის პოზიციიდან, გენერალ-ლეიტენანტი ვ.ერშოვი გადააყენეს, ასევე, გადააყენეს დასავლეთის სამხედრო ოლქის პირველი სატანკო არმიის, გენერალ-ლეიტენანტი ს.კისელი და მისი მოადგილე.
- ასევე, დასახული ამოცანების არადამაკმაყოფილებელი შესრულების გამო გენერალ-მაიორი ა.მარზოევი მოხსნეს სამხრეთ სამხედრო ოლქის 22-ე პოლკის მეთაურის თანამდებობიდან.
- აღმოსავლეთის ჯარების ლოჯისტიკის არადამაკმაყოფილებელი ორგანიზების გამო,103-ე ცალკეული ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი მ. პონომარევი, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.