
პუტინი დათანხმდა, რომ გაეროს გენერალურ მდივანს 26 აპრილს შეხვდეს - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერესს მოსკოვში 26 აპრილს მიიღებს.
20 აპრილს გაეროს სპიკერმა სტეფან დუჟარიკმა განაცხადა, რომ გუტიერესმა წერილები გაუგზავნა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს და სთხოვდა მათ სასწრაფოდ მიეღოთ იგი, შესაბამისად, მოსკოვსა და კიევში.
"გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ამ დიდი საფრთხის დროს, მას სურს, განიხილოს გადაუდებელი ნაბიჯები უკრაინაში მშვიდობის დამყარებისკენ, ასევე, მრავალმხრივი დიპლომატიის მომავალი, გაეროს წესდებასა და საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით",- თქვა დუჟარიკმა.