ჯერ კიდევ გვაქვს პოლიტიკური დევნის ფაქტებიც, მათ შორის, გიორგი რურუა - IDFI

გამოქვეყნდა:

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღება 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია - ასე ეხმაურება ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია საკონსტიტუციო ცვლილებების პირელი მოსმენით მიღებას. არასამთავრობოები ახლა ხელისუფლებისგან პოლიტიკური შეთანხმების  სრულყოფილად შესრულებას ელოდებიან.

გავრცელებულ განცხადებაში მესამე სექტორის წარმომადგენლები მიუთითებენ, რომ 8 მარტის შეთანხმება, საარჩევნო სისტემის საკითხის გარდა, მართლმსაჯულების სისტემის არასათანადო პოლიტიზაციისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენების საკითხის გადაჭრას ითვალისწინებდა. თუმცა მიიჩნევენ, რომ შეთანხმების ეს ნაწილი სრულად შესრულებული არ არის.

პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, რომ ასევე დადებითად გადაწყდება დანარჩენ მოსმენებზეც და ჩვენ გვექნება განახლებული საარჩევნო სისტემა. ხელისუფლებამ დადო პირობა, რომ ცვლილებებს მხარს დაუჭერდა და გარდა ამისა, პოლიტიკური ნიშნით მართლმსაჯულება აღარ იქნებოდა გამოყენებული, მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს ოპონენტების დევნის არაერთი ფაქტი, მათ შორის არის გიორგი რურუა, - ამბობს IDFI-ს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი. 

განცხადებაზე ხელმომწერი არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს, რათა ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით ანგარიშსწორებისთვის გამოყენების განცდა გამოირიცხოს, პარლამენტმა კი  დროულად მიიღოს  საკონსტიტუციო ცვლილებები საარჩევნო სისტემის შესაცვლელად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი