ტაივანი კიევს 8 მილიონი დოლარით დაეხმარება

გამოქვეყნდა:

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯოზეფ ვუმ განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქს 8 მილიონი დოლარით დაეხმარება. მისი თქმით, მან მერთან, ვიტალი კლიჩკოსთან ამაზე უკვე ისაუბრა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შემოწირულობა მოიცავს 3 მილიონ აშშ დოლარს კიევის მთავრობისთვის და დამატებით 5 მილიონ აშშ დოლარს ექვსი ადგილობრივი საავადმყოფოსთვის. 

ვიდეო ზარის დროს ვუ ამბობდა, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში არა მხოლოდ დიდი ზიანი მიაყენა უკრაინელ ხალხს, არამედ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო წესრიგს და დემოკრატიულ საზოგადოებას. მან დასძინა, რომ ტაივანი და უკრაინა არიან პარტნიორები, რომლებიც იზიარებენ დემოკრატიულ იდეოლოგიას.

კლიჩკომ მადლობა გადაუხადა ვუს ტაივანის მთავრობისა და ხალხის შემოწირულობისთვის და თქვა, რომ "მშვიდობა მხოლოდ მაშინ შეიძლება დაიწყოს, როდესაც უკანასკნელი რუსი ჯარისკაცი დატოვებს უკრაინას". მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, დაგმოს და სანქციები დაუწესოს რუსეთს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი