
იმედგაცრუებული რუსეთი ტაქტიკის შეცვლას გეგმავს - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, რუსეთი, სავარაუდოდ, კვლავაც „იწუწუნებს“ უკრაინის თავდაცვის ძალების დაძლევის უუნარობით. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს რუსეთის თავდაცვის მდივნის, სერგეი შოიგუს კომენტარზე, რომელიც ამბობს, რომ განიზრახა დანერგოს „ომის ახალი მეთოდები“.
„ეს არის მდუმარე აღიარება იმისა, რომ რუსული პროგრესი ისე არ მიდის, როგორც ეს იყო დაგეგმილი“, - ამბობს გაერთიანებული სამეფო.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ შოიგუს მიზნის მისაღწევად შედეგად, სავარაუდოა, რომ რუსული ძალები კვლავაც იმედგაცრუებულნი იქნებიან უკრაინის თავდაცვითი ძალების სწრაფად დაძლევის უუნარობით.