104 000 ჰექტარი ტყე რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში, 49 წლით ე.წ. კარტოგრაფების საქმის მთავარ მოწმეს, დავით ხიდაშელს საქართველოს ხელისუფლებამ 1 თვის წინ გადასცა - ინფორმაცია, რომელსაც სახელმწიფო უწყებები მალავდნენ, "მთის ამბებმა" გაავრცელა.
მიწის ნაკვეთი, რომელიც სანქცირებული რუსი ოლიგარქის პარტნიორს ხელისუფლებამ ნახევარი საუკუნით გადასცა ლაგოდეხის, ვაშლოვანის, ჯავახეთისა და ერუშეთის ეროვნულ პარკებზე ბევრად დიდია.
ინვესტორი, უმსხვილესი რუსული კორპორაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისა და პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის ახლო მეგობარია. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში კომპანია ყირიმის ანექსიას უჭერდა მხარს.
სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემული ტერიტორია, რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს ესაზღვრება.