
ფინეთის პარლამენტმა ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. პარლამენტის წევრის და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ერკი ტუომიოია თქმით, ქვეყანა განაცხადს ალიანსში უახლოესი კვირების განმავლობაში შეიტანს.
დეპუტატი აღნიშნავს, რომ ფინეთის საკანონმდებლო ორგანოში, ასევე საზოგადოებაში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების ძლიერი მხარდაჭერა არსებობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფინელი კანონმდებლების ჯგუფმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მეზობელი შვედეთის ოფიციალურ პირებთანაც გამართა კონსულტაციები.