საკონსტიტუციო ცვლილებები, მეორე მოსმენით, 115 ხმით 3 ხმის წინააღმდეგ მიიღეს - პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრა დასრულდა.
სხდომათა დარბაზში კენჭისყრისთვის რეგისტრაცია 119-მა დეპუტატმა გაიარა, შესაბამისად, კვორუმი შედგა.
კენჭისყრის წინ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ქვეყნის მთავარი კანონი იმსახურებს იმას, რომ მისი ტექსტი დეპუტატებს კენჭიყრამდე მაინც დაურიგონ.
განხილვებში არ მონაწილეობდნენ "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო". ორივე პარტია ხელისუფლებას აფრთხილებდა, რომ სანამ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე არ იქნება შესრულებული და გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, ისინი ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. "ევროპულმა საქართველომ" მხოლოდ პირველ კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა, რათა მმართველი გუნდისთვის ცვლილებების ჩაგდების შანსი არ მიეცა.
შეგახსენებთ, რომ ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი პირველი მოსმენით 21 ივნისს მიიღეს.