თანამშრომლობს თუ არა საქართველოში რეგისტრირებული კომპანია რუსულ კალაშნიკოვთან?

გამოქვეყნდა:

თანამშრომლობს თუ არა საქართველოში რეგისტრირებული კომპანია რუსულ კალაშნიკოვთან? ინფორმაცია, რომელიც მთავარ არხს კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა, შესაძლოა დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს, ამიტომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ყველა შესაბამისი უწყება, ახლა სწორედ იმას უნდა არკვევდეს, რამდენად დაცულია საქართველოდან სხვა ქვეყანაში გასული  პროდუქცია, რომ ის საბოლოოდ რუსულ ბაზარზე და აკრძალული კომპანიების მომმარაგებელთა სიაში არ აღმოჩნდეს; 
საქართველოს ხელისუფლება, კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომლის მიხედვით ქვეყანა შესაძლოა, რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდების შავ ხვრელად გადაიქცეს, თუმცა კომპანიების ნაწილი, რუსულ კონტრაქტორებთან,  ძველებურად სავაჭრო კავშირებს განაგრძობს.
ინფორმაცია, რომელსაც "მთავარი არხის" სიუჟეტში ნახავთ, სწორედ სახელმწიფო უწყებებმა უნდა გადაამოწმონ და დაადგინონ, იკვეთება თუ არა რუსეთთან სახიფათო კავშირები, სწორედ საქართველოს გავლით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი