
რატომ გახდა ქართული ოცნების თავდასხმების მთავარი სამიზნე, ოკუპანტი რუსეთის ნაცვლად, ომში მყოფი უკრაინის ხელისუფლება? ბიძინა ივანიშვილის გუნდის კრიტიკის ადრესატები, სწორედ ის პოლიტიკოსები არიან, ვინც ვოლოდიმირ ზელენსკის ხელისუფლებაში საკვანძო თანამდებობებს იკავებენ და უკრაინის პოლიტიკას განსაზღვრავენ;
მმართველი პარტიის თავდასხმებმა, ორი ქვეყნის ურთიერთობა, განსაკუთრებით საომარი მოქმედებების დროს, უკიდურესად გაამწვავა და შალვა პაპუაშვილის ვიზიტის შემდეგაც კი, ქართული ოცნება, ზელენსკის თანაგუნდელების კრიტიკას ისევ განაგრძობს; ბოლო რამდენიმე დღეა, მთავარი სამიზნე ისევ დავით არახამია გახდა, თუმცა ქართული ოცნების "შავ სიაშია" ყველა, ვინც ქართულ ოპოზიციასთან თანამშრომლობს და ხელისუფლებისგან განსხვავებით, მათთან შეხვედრებსაც მართვას;