უკრაინაში მებრძოლი ქართველები, მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან დახსნის თხოვნით, პრეზიდენტ ზელენსკის წერილით მიმართავენ

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა პრეზიდენტ ზელენსკის წერილით მიმართეს, რომელშიც ისინი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

"უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრები მიმართავენ პრეზიდენტ ზელენსკის ერთადერთი თხოვნით. მათ არ გააჩნიათ არანაირი პირადი სურვილი და მოთხოვნები, ისინი ითხოვენ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ტყვეობიდან დახსნას", - თქვა ეკა ხერხეულიძემ "მთავარი არხის" ეთერში.

 

შეგახსენებთ, ენმ-ს ლიდერები უკრაინაში გასულ კვირას იმყოფებოდნენ. ისინი შეხვდნენ როგორც პრეზიდენტ ზელენსკის გუნდის წევრებსა და რადას თავმჯდომარეს, იქ მებრძოლ ქართველ სამხედროებს. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი