თითქმის ორ თვიანი ბლოკადის შემდეგ, ომში მყოფი ქვეყნის დედაქალაქი, ცხოვრების ჩვეული რითმის აღდგენას ცდილობს; კიევში ნელ ნელა ბრუნდებიან, ომის წაწყმდებოდა ქვეყნიდან წასული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მუშაობას იწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კინო თეატრებიც კი, თუმცა კიევის ქუჩები სავსეა მოხალისეებით, რომლებიც საომარი მოქმედებების ეპიცენტრში მყოფი უკრაინელებისთვის საკვებს და საჭირო ნივთებს აგროვებენ; ომის დედაქალაქი, ისევე, როგორც მთელი უკრაინა, გარდაუვალი გამარჯვების იმედით არსებობს, თუმცა ყველაზე მძიმე პერიოდი, მათი მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება. რუსეთის დამარცხების სიმბოლოდ, უკრაინელები იმ საფოსტო მარკასაც შეინახავენ, სადაც რუსული კრეისერის "მასკვას" ფონზე, უკრაინელ ჯარისკაცს ერთ ხელში ავტომატი უჭირავს, მეორე ხელით კი რუსულ სამხედრო ხომალდს ცნობილი მიმართულებით აგზავნის; ამ რუსულმა ხომალდმა საკუთარი გზა უკვე იპოვა და უკრაინელები დარწმუნებულები არიან, რომ გაგრძლებაც იქნება.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი