კრეისერ „მოსკოვის“ ჩაძირვის ზუსტი ადგილი ნაპოვნია - გერაშენკო

გამოქვეყნდა:

კრეისერ „მოსკოვის“ ჩაძირვის ზუსტი ადგილი ნაპოვნია -  ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო იუწყება.

მისი წყაროს ცნობით, ნატოს ერთ-ერთი ქვეყნის სარადარო თანამგზავრის მიერ გადაღებულ სურათზე ჩანს, ახლა უკვე უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის ნამდვილი ადგილი -" ჩვენი ინჟინრებისა და სამხედროების გამარჯვების მტკიცებულება - კრეისერი "მოსკოვი". - წერს გერაშენკო.

მდებარეობა დადგინდა სატელიტური რადარით, საზღვაო დაბინძურების ანალიზის საფუძველზე.

შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანს, სარაკეტო კრეისერ „მოსკოვს“ 13 აპრილს, უკრაინის საზღვაო ძალების სანაპირო სარაკეტო სისტემა „ნეპტუნი“ მოხვდა.  მისი ჩაძირვა რუსეთმა მეორე დღეს დაადასტურა, თუმცა შტორმს დააბრალა. 

22 აპრილს, ჩაძირული "მოსკოვი" უკრაინამ წყალქვეშა კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი