საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მოქალაქეებმა არჩევანი მოქმედ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენს შორის უნდა გააკეთონ.

ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. სწორედ უბნების დახურვის შემდეგ იქნება ცნობილი პირველადი ეგზიტპოლების შედეგები.

ცნობისთვის, პირველ ტურში მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 27.8% მიიღო, ხოლო მარინ ლე პენმა 23.1%.

ხმის მისაცემად დაახლოებით 48,7 მილიონი მოქალაქეა რეგისტრირებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი