გახსოვდეთ, მაშინ როდესაც სააღდგომო სურათებს იღებთ, მტერი მარიუპოლში უდანაშაულო ბავშვებს ბომბავს - პალამარი

გამოქვეყნდა:

აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე, კაპიტანი სვიატოსლავ პალამარი ოკუპანტების ალყაში მოქცეული და განადგურებული მარიუპოლიდან ინფორმაციას ავრცელებს. პალამარის ცნობით, დაბომბვები არ წყდება:

"ძვირფასო უკრაინელებო, მიუხედავად იმისა რომ დღეს დიდი დღეა, მტერი ავიაციით ისევ გვბომბავს. ისვრიან ფლოტიდან და მძიმე არტილერიიდან. ქვეითები შეტევების დაწყებას ცდილობენ. მინდა, რომ ამ დღეს ადამიანები ღირებულებებზე დაფიქრდნენ. დარწმუნებული ვარ რომ ომის მე-60 დღეს ყველა მიხვდა, რომ მატერიალური ღირებულებები არაფერია საკუთარ შვლებთან ჩახუტების, ახლო ადამიანებთან დალაპარაკებისა და სიმშვიდეში ყოფნასთან შედარებით. 
დიდი მადლობა ყველას, ვინც მარიუპოლის მცხოვრებლებს საქმით ეხმარება და ცდილობს ევაკუაციაში დაეხმაროს. დიდი მადლობა მათ, ვინც მტრის პირისპირ მარტოდ დარჩენილ ჩვენს ჯარისკაცებს ეხმარება. მარადიული ხსოვნა ჩვენს ძმებს, მათ, ვინც სამშობლოსა და მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის სიცოცხლე გასწირეს. გახსოვდეთ რომ, მაშინ როდესაც სააღდგომო სურათებს იღებთ, მტერი მარიუპოლში უდანაშაულო ბავშვებს ბომბავს." ამბობს პალამარი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი