კაპიტულაცია არ იქნება, პოლიტიკოსები და სამღვდელოება მზადაა აზოვსტალში წამსვლელ კოლონას წინ ფეხით გაუძღვნენ - ვერეშჩუკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის ვიცეპრემიერი, ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ აზოვსტალი ოკუპანტების მოთხოვნებს არ დაემორჩილება და არ დანებდება. მისი თქმით, რუსეთი ომის ყველა წესს არღვევს, როდესაც არ უხსნის ჰუმანიტარულ დერეფნებს მშვიდობიან მოსახლეობას და ევაკუაციის საშუალებას არ იძლევა:

"ჩვენი ჯარისკაცები იარაღის დაყრას არ აპირებენ. აზოვსტალის ტერიტორიაზე ათასამდე ქალი და ბავშვია, ასევე 500-ზე მეტი დაჭრილი ადამიანი. 

რუსები კაპიტულაციას ითხოვენ, ეს არ მოხდება, კაპიტულაცია არ იქნება. რუსები ბომბავენ აზოვსტალს. ახლოს მისვლა შეუძლებელია. ჩვენი პოლიტიკოსები, ასევე სამღვდელოება მზად ყოფნას გამოთქვამენ აზოვსტალში წამსვლელ კოლონას წინ ფეხით გაუძღვნენ და ჰუმანიტარული დერეფანი გახსნან. რუსეთი ამასაც უარყოფს. ეს არის სამხედრო დანაშაული და ჟენევის კონვენციის დარღვევა. რუსეთი ვალდებულია დერეფნის  გახსნა უზრუნველყოს. ამისთვის არამხოლოდ პუტინი, არამედ ყველა ადამიანი დაისჯება, ვინც აზოვსტალს ბომბავს. რუსეთი ომის წესებს არღვევს და ავრცელებს პროპაგანდას. ჩვენ ამ ყველაფრის წინააღმდეგ ვიბრძვით.  რუსეთს უნდა ვუთხრათ რომ ის დამნაშავეა იმის გამო რომ ბავშვებს და ქალებს გამოსვლის საშუალებას არ აძლევს." ამბობს ირინა ვერეშჩუკი ჟურნალისტებთან საუბრისას.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი