
მარინ ლე პენმა, რომელიც დღეს, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონთან ერთად მონაწილეობდა, მარცხი აღიარა და ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა. აქვე, მან თქვა, რომ ივნისში დაგეგმილი საკანონმდებლო არჩევნებისთვის "დიდ ბრძოლას" დაიწყებს.
გამოსვლის ბოლოს ლე პენმა მხარდამჭერებთან ერთად საფრანგეთის ჰიმნი შეასრულა.