მდინარაძე ოპოზიციას გადაწყვეტილების მიღებისთვის ერთ საათს აძლევს

გამოქვეყნდა:

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ერთი საათი აქვთ იმისთვის, რომ გადაწყვეტილება შეიცვალონ - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა. 

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ დღეს "ქართული ოცნება" უარს ამბობს ყოველგვარი პოლიტიკური განცხადების გაკეთებაზე. ამასთან, იგი დასძენს, რომ ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ წინა მოსმენაზე ცვლილებების მიღება გადაარჩინეს, უნდა მიეცეთ დამატებითი დრო დღევანდელი გადაწყვეტილების მისაღებად. 

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა "ევროპულმა საქართველომ", რათა სამთავრობო გუნდისთვის ცვლილებების ჩაგდების შანსი არ დაეტოვებინათ. 

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ "ნაციონალური მოძრაობა" და "
"ევროპული საქართველო", რადგან მიიჩნევენ, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეშია და შესაბამისად, 8 მარტის შეთანხმება სრულად არ არის შესრულებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი