
რუსეთში, ტვერის ოლქში, რუსეთის ფედერაციის საჰაერო კოსმოსური თავდაცვის ძალების ცენტრალურ კვლევით ინსტიტუტში რამდენიმე დღის წინ გაჩენილ ხანძარს ამ დროის მონაცემებით 17 ადამიანი ემსხვერპლა.
თავდაპირველად ინფორმაცია 11 დაღუპულის შესახებ გავრცელდა, თუმცა მოგვიანებით კიდევ ექვსი ცხედარი იპოვეს. ცეცხლის გაჩენის მიზეზებს სამხედრო გამომძიებლები იკვლევენ.
ორი ხანძარი ერთდროულად გაჩნდა უკრაინის მოსაზღვრე ქალაქ ბრიანსკშიც. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში ცეცხლი ნავთობბაზაზე განთავსებულ რეზერვუარებს მოეკიდა, რომელიც "როსნეფტის" შვილობილი კომპანიის კუთვნილებაა, მეორეზე ადგილას კი სარაკეტო საარტილერიო განყოფილების საცავს.