რუსეთის ქალაქ ბრაიანსკში, ნავთობის საცავში ხანძარია

გამოქვეყნდა:

ორშაბათს ორი ხანძარი გაჩნდა რუსეთში, ქალაქ ბრიანსკი, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. შესაბამისი ვიდეოები სხვადასხვა მედიაში გავრცელდა.

ერთი ხანძარი ნავთობის საცავში გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, საწყობი "როსნეფტს" ეკუთვნის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამბობს, რომ მსხვერპლი არაა. მეორე ხანძრის ზუსტი ადგილი ჯერ უცნობია.

ხანძრების გამომწვევი მიზეზი არ დასახელებულა.

მიმდებარე მაცხოვრებლებმა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო "რიას" განუცხადეს, რომ ორი აფეთქების ხმა გაიგეს. მათ ასევე თქვეს, რომ იმ დროისთვის ქალაქის თავზე ვერტმფრენები არ დაუნახავთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი