რუსეთის FSB-ს მტკიცებით, დააკავეს ჯგუფი, რომელიც სოლოვიოვის მოკვლას გეგმავდა

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და ქვეყნის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ დააკავეს "ტერორისტული ჯგუფი", რომლებიც კრემლის პროპაგანდისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის მოკვლას გეგმავდა.

რუსეთის მტკიცებით, "ნეონაცისტური ჯგუფი" უკრაინის უშიშროების სამსახურის დავალებით მოქმედებდა.

"დღეს დილით ეროვნული უსაფრთოხების სამსახურმა ტერორისტული აქტი აღკვეთა, რომელიც მიზნად ერთ-ერთი ცნობილი რუსი ტელეჟურნალისტის ლიკვიდაციას ისახავდა. რა თქმა უნდა ახლა ამის უარყოფენ, თუმცა ფაქტები და მტკიცებულებები ყველაფერზე მეტყველებს. უკვე ტერორზე გადავიდნენ. ჩვენი ჟურნალისტის მკვლელობის მომზადება. ჩვენთვის ცნობილია დასავლელი კურატორის სახელი და გვარი.  პირველ რიგში ეს ეხება ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურებთან მუშაობენ. ეტყობა ისინი მსგავსს რჩევებს იძლევიან. ყველა ხედავთ ჟურნალისტებთან, ინფორმაციის გავრცელებასთან და ადამიანის უფლებებთან მათ დამოკიდებულებას. ისინი მხოლოდ საკუთარ უფლებებზე საუბრობენ. ვიღაცა თავისი იმპერიული ამბიციებით, ვიღაცა კი თავისი კოლონიალური წარსულით მოქმედებს. რუსეთში ეს არ მოხდება", - თქვა პუტინმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი