ქარელში, სოფელ დირბში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ადგილობრივების თქმით, ინციდენტში სხვებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც მიმალვაში არიან. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.
"მთავარ არხთან" ადგილობრივები ამბობენ, რომ ინციდენტში მონაწილე 4 პირი გვიან ღამით სოფლიდან გაიქცა. მათ ავტომობილი ხაშურთან დატოვეს და მიიმალნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.