რუსეთი ქვეყნიდან 40 გერმანელ დიპლომატს აძევებს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს.
ცნობილია, რომ მანამდე 40 რუსი დიპლომატი გერმანიამ გააძევა.
ჯამში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან, ანუ 24 თებერვლიდან, 28 ქვეყანამ 400-მდე რუსი დიპლომატი გააძევა.