„ქალბატონი წულუკიანის და ჩემი ლექსიკა არ ემთხვევა ერთმანეთს“ - გიგა ბოკერია

გამოქვეყნდა:

„ქალბატონი წულუკიანის და ჩემი ლექსიკა არ ემთხვევა ერთმანეთს“ - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ იუსტიციის მინისტრის პასუხად გააკეთა.

გიგა ბოკერია იუსტიციის მინისტრს ტყუილში ამხელს და ამბობს, რომ წულუკიანის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.  ბოკერიას თქმით, წულუკიანმა დღეს იცრუა, როდესაც თქვა, რომ ბოკერია მას არეულობის მოწყობით ემუქრებოდა და ეუბნებოდა, რომ თუ „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მოთხოვნას არ შეასრულებდა, საქართველოში „ქვას ქვაზე არ დატოვებდა“.

„ჩემი და წულუკიანის ლექსიკონი ერთმანეთს არ ემთხვევა, ალბათ შემჩნეული გექნებათ საჯაროდ როგორ ვსაუბრობთ ჩვენ. ეს არქაული ქართულით მოსაუბრე ივანიშვილის ერთ-ერთი კლოუნი, ზოგადად გამორჩეულია ქართულ პოლიტიკაში თავისი ლექსიკონით, მე ასე არ ვსაუბრობ. ჩემი და არა მარტო ჩემი, გზავნილი ერთი და იგივეა, რომ ივანიშვილმა და მისმა გუნდა ქვეყანა დააყენა ძალიან სახიფათო გზაზე, როდესაც "გავრილოვის ღამის" შემდგომ დადებული პირობა დაარღვია, გადააგდო საზოგადოება, უთხრა, რომ ფეხებზე მკიდიხართო და შემდგომ მიმართა ძალადობას. ჩვენი ამოცანაა, რომ გონს მოეგონ და ნორმალურ, ან შედარებით ნორმალურ ვითარებაში შეეგუონ მარცხს არჩევნებში - ესაა ჩვენი გზავნილი”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მორიგი პოლიტიკური დაპირისპირება ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის ODIHR-ის დასკნას მოჰყვა. ეუთომ არ ჩაწერა დასკვნაში, რომ ოპოზიციის ინიცირებული გერმანული მოდელი არაკონსტიტუციურია. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს ჩანაწერი კანონის შესაცვლელად საკმარისია.

ოპოზიცია ხელისუფლებას გაცემული დაპირების შესრულებას ურჩევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, 2020-ში „ოცნების“ „პოლიტიკურ პანაშვიდს“ აანონსებს.

„კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და შეასრულოს ის დანაპირები, რაც მისცა ხალხს და საერთაშორისო თანამეგობრობას. დოკუმენტი არის 12-გვერდიანი, არაკონსტიტუციურ დოკუმენტს ნამდვილად 12 გვერდს არ მიუძღვნიდნენ, თავის შენიშვნებით, რომლის გათვალისწინებაც სასურველია და რომლის გასათვალისწინებლად ოპოზიცია მზად არის. რაც შეეხება, იმ ტერმინებს, რომელსაც იყენებს ხელისუფლება - პანაშვიდი, გამოგლოვა, შავების ჩაცმა - საერთოდ, პოლიტიკური ტერმინები იცით რა არის? გასაგებია, რომ პირდაპირ საღაციდან მოხვედით პოლიტიკაში, მაგრამ მთლად ისე ნუ მოიქცევით, რომ მართლა „ქართული ოცნების“ პანაშვიდი დადგეს 2020 წლის ოქტომბერში“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი