
კარგი ამბავი მოხდა, ეს აჩვენებს ჩვენი საზოგადოების და საერთაშორისო მეგობრების მხარდაჭერის ძალას, როცა ივანიშვილს უწევს იმის გაკეთება, რაც არ უნდოდა - აცხადებს "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია.
მისი თქმით, მმართველ გუნდს წინ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამედ მოსმენის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ელოდება.
იქამდე რურუას თუ გაათავისუფლებს, ეს საერთოდ მისთვის იქნება შვება, მის ინტერესშია ეს, ჩემთვის, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ქვეყნის ინტერესებშია, - ამბობს იგი.
ბოკერია ამბობს, რომ ივანიშვილი უნდა შეეგუოს იმ ვერდიქტს, რასაც ქართული საზოგადოება მას შემოდგომაზე გამოუტანს. მისი თქმით, "ევროპული საქართველო" მოწოდებულია, რომ ზეწოლით, ლეგიტიმური, დემოკრატიული მეთოდების გამოყენებით, ნაკლები ზიანი მიადგეს ქვეყანას.
პარტიის ლიდერი ამბობს, რომ თუ ივანიშვილი რაიმე კომპონენტში ქვეყანაში მიმდინარე ლეგიტიმურ პროცესებს ხელს შეუშლის, ის ამისთვის უმძიმეს ფასს გადაიხდის.
საკონსტიტუციო ცვლილებები, მეორე მოსმენით, 115 ხმით 3 ხმის წინააღმდეგ მიიღეს