
მიუხედავად წინა დღეებში არსებული უდიდესი სპეკულაციებისა, ჩვენ ეს შევძელით და შევძლებთ მესამე მოსმენაზეც - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საუბრობს.
მისი თქმით, ეს საკონსტიტუციო ცვლილებები საზოგადოებრივი კონსესუსის თანახმად დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.
აქედან გამომდინარე, უკვე გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ნაციონალური მოძრაობა, ყველა თავისი დანაყოფით, გავიდა 8 მარტის შეთანხმებიდან, აქედან გამომდინარე, მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ქართული მხარის წინაშე, მეორე მხრივ კი, ყველა იმ მხარის წინაშე, რომელიც 8 მარტის შეთანხმებას აწერდა ხელს, - ამბობს მდინარაძე.
მისი თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ იგნორირება გაუკეთა ფასილიტატორი ელჩების მოწოდებას, რომ შეთანხმებაზე ხელმომწერ ყველა ძალას მხარი დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის.
მისი თქმით, ერთობლივი განცხადების, რომელიც ეხებოდა მართლმსაჯულებაში ჩაურევლობას, გაყიდვა ე.წ. პოლიტპატიმრის გათავისუფლების პირობად, არის მხოლოდ კონკრეტულ პარტიაში დაგეგმილი პიარ კამპანია.