ივანიშვილის ღია მხარდაჭერა კრემლს | რუსი ოლიგარქების სკანდალური ჩანაწერები

გამოქვეყნდა:

ღია მხარდაჭერა რუსეთს, მორალური გახნევება და ფინანსური დახმარება - ორი რუსი ოლიგარქის სატელეფონო საუბარი ახალი სკანდალის მიზეზი ხდება. კიბერ-კმარა ავრცელებს ბიძინა ივანიშვილის და ევგენი ევტუშენკოვის საუბრის ჩანაწერს. ბიზნესი, რომელზეც ოლიგარქები საუბრობენ თითქოსდა შეკითხვებს არ აჩენს, მაგრამ დეტალური გაშიფრვა და რუსი მილიარდერების სლენგის გათვალისწინაბა სურათს სულ სხვა შინაარსს სძენს.

ირკვევა, რომ ევტუშენკოვი, ივანიშვილი და საქართველოს მთავრობაც, შესაძლოა ქვეყნის გავლით ფულის გათეთრებისა და შემდეგ რუსეთში გადატანის სქემაზე მუშაობდნენ. ამასთან ერთად ივანიშვილი საუბარში ღიად გამოხატავს თავის გულწრფელ თანაგრძნობას რუსეთისადმი საომარ პირობებში და კიდევ ერთხელ აჩვენებს კრემლს, რომ სრულად აკონტროლებს საქართველოს მთვრობას, რომელიც მისი ნებით მოქმედებს.

ავტორი: ნატაშკა ჯახუტაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი