"არ გვაქვს დრო, ვუყუროთ, როგორ კვდება მიხეილ სააკაშვილი ნელი სიკვდილით" | ნიკა მელიას საგანგებო მიმართვა საერთაშორისო პარტნიორებს

გამოქვეყნდა:

"არ გვაქვს დრო, ვუყუროთ, როგორ კვდება მიხეილ სააკაშვილი ნელი სიკვდილით" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან გაკეთებულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. 

მან საერთაშორისო პარტნიორებს მიმართა და თქვა, რომ "საქართველო ევროპულ და დასავლურ მომავალს ყოველდღიურად დიდი მანძილით შორდება: "მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აქ არის დატყვევებული თვეების გაბმავლობაში, მისი სიცოცხლის გარანტია უდრის ამ ქვეყნის დასავლურ მომავალს და ეს უნდა იცოდეს ყველა საერთაშორისო პარტნიორმა". 

"ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვეა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არ თაკილობს და სანქცირებულ რუს ოლიგარქებთან ერთად აკეთებს ფულს" - ამბობს მელია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი