არაღიარებულ დნესტრისპირეთში, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შენობასთან აფეთქებები მოხდა | მედია

გამოქვეყნდა:

მოლდოვას სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონში, სამთავრობო შენობა ​ხელყუმბარმტყორცნიდან დაიბომბა - ამის შესხებ ინფორმაციას რუსეთის მიერ მხარდაჭერილი, არაღიარებული სახელმწიფოს პრესსამსახურმა "ტელეგრამის არხზე" გაავრცელა. 

დნესტრისპირეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ორშაბათს საღამოს ტირასპოლში სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შენობას დაესხნენ თავს, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ სურათებზე ჩანს, რომ კვამლი გამოდის მთავრობის შენობის ჩამსხვრეული ფანჯრებიდან, თუმცა უცნობია, ვინ დგას თავდასხმის უკან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი