პოლონეთის პრემიერის ცნობით, უკრაინას ტანკები გადასცეს

გამოქვეყნდა:

პოლონეთმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინაში ტანკები გაგზავნა - ამის შესახებ Reuters პოლონეთის პრემიერ მინისტრ, მატეუშ მორავეცკის დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, კითხვაზე, გაგზავნა თუ არა პოლონეთმა ტანკები უკრაინაში, მორავეცკიმ უპასუხა "დიახ", მაგრამ უარი თქვა დამატებითი დეტალების მიწოდებაზე ტანკების რაოდენობის შესახებ.

მორავიეცკიმ უპასუხა კითხვებს, განიხილება თუ არა უკრაინაში თვითმფრინავების გაგზავნა და თქვა: ”ასეთი აუცილებლობა არ არსებობს, არ ყოფილა მსგავსი მოთხოვნები, არც ასეთი თხოვნები”.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი