
ფინეთი და შვედეთი ნატოში გაწევრიანების სურვილს მაისში გამოაცხადებენ - ამის შესახებ ინფორმაციას ფინური და შვედური გამოცემები ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
გამოცემების ცნობით, ფინეთი და შვედეთი აპირებენ ერთობლივად გამოაცხადონ ნატოში გაწევრიანების სურვილი მაისში. ორი გაზეთის ცნობით, შვედეთისა და ფინეთის პრემიერ-მინისტრები 16-22 მაისის კვირაში გეგმავენ შეხვედრას და თავიანთი ქვეყნების ნატოში გაწევრიანების სურვილის ოფიციალურად გამოცხადებას.
ცნობისთვის, ფინეთი და შვედეთი წლების განმავლობაში ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ნატოსთან, მაგრამ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამდე მათ არ სურდათ ალიანსში ოფიციალურად გაწევრიანება. ომის დაწყების შემდეგ, ორივე ქვეყანაში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა და ახლა ნატოს მხარს უჭერს ორივე ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობა.
თუ შვედეთი და ფინეთი ოფიციალურად გამოაცხადებენ ალიანსში გაწევრიანების სურვილს მაისში, მაშინ მათი კანდიდატურების შესახებ გარკვეული ოფიციალური გადაწყვეტილება შესაძლოა მიღებულ იქნეს ნატოს მომდევნო სამიტზე მადრიდში ივნისის ბოლოს.