ფოთის მერიასთან აქცია გაიმართა - ადგილობრივები ხელისუფლებისგან კომპენსაციას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ფოთის მერიასთან ადგილობრივებმა აქცია გამართეს. ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები ხელისუფლებისგან კომპენსაციას ითხოვენ. 

მათი თქმით, პორტის მიმდებარედ ცხოვრობენ, სადაც სიცოცხლისთვის მავნე ნივთიერებების, ცინკის, მანგანუმის, გადატვირთვა წესების დარღვევით ხდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ მტვერი ჰაერში იფრქვევა და ეს წლებია გრძელდება.

წინასაარჩევნოდ "ოცნება" მოქალაქეებს პრობლემის მოგვარებას და თითოეულ ოჯახისთვის კომპენსაციის მიცემას დაჰპირდა. ამის შემდეგ ადგილობრივებმა ხელისუფლების სახელზე რამდენიმე წერილი გაგზავნეს, რაზეც პასუხი არ მიუღიათ. 

ამ წუთებში მერი და მერის მოადგილე აქციის მონაწილეებს ხვდება.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი