"პრივეტ ბორია, პუტინის ოფისი" - ჭიათურაში კონსერვატიული მოძრაობის ოფისზე წარწერები გააკეთეს

გამოქვეყნდა:

"პრივეტ ბორია, პუტინის ოფისი"- ამ შინაარსის წარწერები გაუკეთეს, ჭიათურაში კონსერვატიული მოძრაობის ოფისზე.

უცნობმა პირებმა პარტიის შენობის ფასადზე დაწერეს, რომ ეს არის რუსეთის ოფისი, რომელიც საქართველოში პუტინის ინტერესებს ემსახურება.

საქართველოს მასშტაბით ჭიათურა არ არის ერთადერთი ქალაქი, სადაც ადგილობრივები მათ მუნიციპალიტეტებში კონსერვატიული მოძრაობის ოფისებს აპროტესტებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი