ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს აქვს ამ ეტაპზე როგორც მინიმუმ განმუხტოს ძალიან დაძაბული პოლიტიკური ვითარება, გამოიჩინოს ჰუმანურობა, ის რაც გამოუჩენია და ძალიან საკამათო შეწყალების აქტებიც კი გამოუცია ხომ? ამაზე არ ვიკამათოთ ახლა. როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იბრძვის სიცოცხლისთვის, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკასაც ვერ უძლებს და მისი ამ მდგომარეობიდან გამოყვანა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის გარეთ შესაბამისი პროფილის კლინიკაში, ეს უებარი გასაღები ამ ქვეყანაში აქვს ერთ ადამიანს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და ვიმედოვნებ, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი მომავლის პერსპექტივიდან დაინახავს დღევანდელობას და არ მიიღებს არასწორ გადაწყვეტილებას. გასაგებია ქალბატონო სალომე, რომ თქვენი პოზიცია იყო მყარი თვეების წინ და უარყოფდით შესაძლებლობასაც კი, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო თქვენს მიერ გათავისუფლებული , მაგრამ გარემოება დრამატულად შეიცვალა და დამძიმდა, მაგრამ მე პირადად მაქვს იმედი და მინდა მქონდეს იმედი, რომ თქვენ ამ გადაწყვეტილიყოს მიიღებთ "
ნიკა მელია პრეზიდენტ ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს.