წულუკიძე და ანთაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნდა:

ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლის განმარტებით, დაცვის მხარემ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა.

ბრალდებულების ოჯახის წევრები კვლავ პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ. წულუკიძისა და ანთაძის მეუღლეები აღნიშნავენ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამის დავით რიჟვაძის ინიციატივით, მათ ერჯერადად 2 ათასი ლარი ჩაერიცხათ.

პროცესზე ადვოკატებმა და ბრალდებულებმა ისაუბრეს საპატიმროში არსებულ არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტებზე. აღნიშნეს, რომ ბრალდებულები საპყრობილეში მარტო იმყოფებიან და ფსიქოლოგირ ზეწოლას განიცდიან. ასევე ელდარ ანთაძის მეუღლემ დღეს პირველად გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ელდარ ანთაძის ჭრილობებია დაფიქსირებული, რომელიც ამ უკანასკნელმა კონფლიქტის დროს მიიღო. 

დღევანდელი კლანური იუსტიციის საბჭოს პრაქტიკის მიხედვით ბრალდებულებს არ ათავისუფლებენ წინასასამართლოს სხდომიდან, როდესაც არის სახელმწიფოს დაინტერესება მათ მიმართ, - ამბობს ადვოკატი დავით ჯაფარიძე. 

დაკავებულის ძმა ფირუზ წულუკიძე დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება მოსამართლეს არ მიუღია და ეს ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო. 

სამწუხარო გადაწყვეტილება იყო მათთვის, მაქსიმალურად მოვემზადებით და გავაკეთებთ მასშტაბურ აქციას, რომ იგრძნონ მოსამართლემაც და ხელისუფლებამაც, რომ მარტო ემოციებით არ უნდა წყვეტდნენ, - ამბობს იგი. 

შეგახსენებთ, რომ დაკავებული სპორტსმენების გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში უკვე არაერთი ხმაურიანი აქცია გაიმართა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი