თაკო ჩარკვიანმა საბურთალოს რაიონის მაჟორიტარად საკუთარი კანდიდატურა წარადგინა

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური პარტია "კანონი და სამართლის" ერთ-ერთმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა საბურთალოს დამოუკიდებელ მაჟორიტარად საკუთარი კანდიდატურა წარადგინა.

ჩარკვიანის თქმით, ის აღარ მიიღებს მონაწილეობას ოპოზიციურ სპექტრთან გამართულ მოლაპარაკებებში, რომლებიც "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში იმართება, რადგან, მისივე განცხადებით, პრორუსულ ვექტორთან მას კავშირი არ აქვს. სწორედ ასეთ კავშირებში ადანაშაულებს იგი გიგა ბოკერიას, ნინო ბურჯანაძესა და ეკა ბესელიას.

ჩარკვიანი ფიქრობს, რომ ვინც არ უნდა დაუყენოს ოპოზიციამ ოპონენტად, ის უკონკურენტოა.

მე არ ვთვლი, რომ ივანიშვილის წისქვილზე დაასხამს წყალს ივანიშვილის ფსევდო-ოპოზიციასთან ბრძოლა... თუ დამიყენებენ, ბოლომდე ვიბრძოლებ. იკითხოს იმან, ვისაც დააყენებენ, - აცხადებს ჩარკვიანი.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი