
ჩეჩნეთიდან უკრაინასთან ომში პატიმრებს აგზავნიან, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნათესავებს - ინფორმაციას უკრაინის დაზვერვა ავრცელებს.
FSB-ის ჩეჩნეთის ფილიალი აგროვებს ინფორმაციას ადგილობრივი ციხის პატიმრების შესახებ, რათა საბრძოლო ზონაში გაგზავნოს. FSB-ის თანამდებობის პირების მიმოწერა შეიცავს მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემების მიწოდების მოთხოვნას.
"დაუყოვნებლივ შეაგროვეთ და მოგვაწოდეთ ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის ჩეჩნეთის რესპუბლიკის მოქალაქეების შესახებ უკრაინაში სპეცოპერაციაში შემდგომი ჩართვისთვის:
- პირობით მსჯავრდებული;
- მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა მცირე და საშუალო სიმძიმის დანაშაულისთვის;
- მძიმე დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთა;
- მსჯავრდებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის.
ჩეჩენი ოპოზიციონერების თქმით, მსგავს ქმედებებს ორი მიზანი აქვს. პირველ რიგში, შეავსონ ქვედანაყოფების „ადამიანური რესურსები“, ვინაიდან მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს უკრაინელ დამცველებთან ბრძოლებში. მეორეც, ჩაახშონ ნებისმიერი პროტესტი თავად ჩეჩნეთში. დღეს იქ გავრცელებულია ოპოზიციონერების ნათესავების დაგმობის პრაქტიკა. ახლა მათ ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში იძულებითი გადასახლებით ემუქრებიან",- წერია უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინის დაზვერვის ცნობითვე, ცნობილი ჩეჩენი ოპოზიციონერი ლიდერის, ჰასან ხალიტოვის ძმა ფრონტის ხაზზე მდებარე ერთ-ერთ ქვედანაყოფში უკვე გადაიყვანეს. ხალიტოვის სხვა ნათესავები გაიტაცეს და მათი ადგილსამყოფელი უცნობია.