
გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრი, ჯეიმს ჰიპი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო საწყობებზე დარტყმების განხორციელება „სრულიად ლეგიტიმურია“.
ამავე დროს, მისი აზრით, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამ დარტყმებს ფაქტობრივად კიევისთვის იარაღის მიმწოდებელი დასავლეთის ქვეყნები ახორციელებენ.
ჰიპი მიიჩნევს, რომ მტრის ტერიტორიაზე პრევენციული დარტყმების განხორციელება ომის ნაწილია.
დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ ეკონომიკურ სანქციებს აწესებს. კერძოდ, ლონდონი კრძალავს ნებისმიერი სახის ტექნოლოგიებისა და საქონლის ექსპორტს, რომელიც რუსეთმა შესაძლოა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს.