რა არის დნესტრისპირეთი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი რუსეთისთვის?

გამოქვეყნდა:

რა არის დნესტრისპირეთი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი რუსეთისთვის? - დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას აქვს საკუთარი კონსტიტუცია, ჯარი, ვალუტა და დროშა, მაგრამ არასოდეს ყოფილა აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ.

სეპარატისტული სახელმწიფო: დნესტრისპირეთი არის პატარა ტერიტორია, დაახლოებით 1,350 კვადრატული მილის, უკრაინასა და დანარჩენ მოლდოვას შორის (მდებარეობს მოლდოვის აღმოსავლეთით) - მხოლოდ ოდნავ აღემატება როდ აილენდს, აშშ-ს ყველაზე პატარა შტატს. აქ ცხოვრობს დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი, რომელთა უმეტესობა რუსულენოვანია.

ისტორია: დნესტრისპირეთმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისგან, მოლდოვასგან, ორწლიანი ომის შემდეგ (1990-1992), რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის დროს დაიწყო. რუსები იბრძოდნენ დნესტრისპირეთის მხარდასაჭერად, მაგრამ არასოდეს უღიარებიათ იგი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. მოლდოვას მთავრობასა და სეპარატისტებს შორის კონფლიქტი 1992 წელს ცეცხლის შეწყვეტით დასრულდა, მაგრამ დნესტრისპირეთში დაახლოებით 1500 რუსი ჯარისკაცი დარჩა.
 

რატომ არის დნესტრისპირეთი მნიშვნელოვანი რუსეთისთვის?

რუსმა გენერალმა გასულ კვირას თქვა, რომ მათი მიზანია "სრული კონტროლის" მოპოვება აღმოსავლეთ დონბასის რეგიონსა და სამხრეთ უკრაინაზე - და  წვდომა დნესტრისპირეთზე, მეზობელ მოლდოვას სეპარატისტულ ტერიტორიაზე . 

გენერალ-მაიორ მინეკაევის განცხადებამ, რომელიც ასახავდა რუსეთის სტრატეგიას ომის "მეორე ფაზაზე", მოლდოვას ხელისუფლების მყისიერი შეშფოთება გამოიწვია, მოლდოვას საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტრომ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ქვეყანა "ნეიტრალური სახელმწიფოა და ამ პრინციპს პატივი უნდა სცეს ყველა საერთაშორისო აქტორმა, მათ შორის რუსეთის ფედერაციამ"

დნესტრისპირეთის როლი ომში: ზოგიერთი სამხედრო ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ რუსეთი გეგმავს დნესტრისპირეთს დაეყრდნოს ლოჯისტიკური მხარდაჭერისთვის და ისარგებლოს მისი სტრატეგიული პოზიციით, შექმნას სახმელეთო დერეფანი შავი ზღვის გასწვრივ საპორტო ქალაქ ოდესის დასაპყრობად.

წყარო: CNN

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი