ჩვენ ისედაც ბევრი რამ წაგვართვეს და ახლა ჩვენი ქვეყანა იბრუნებს ამ ყველაფერს - დუმის სპიკერი

გამოქვეყნდა:

რუსეთის დუმაში თვლიან, რომ ახლა იბრუნებენ იმას, რაც "წაართვეს" და რომ ახლა მტყუან-მართლის გარკვევის დრო არ არის:

"ჩვენ ახლა არაფერი დაგვიკარგავს, რაც მანამდე დავკარგეთ ის უნდა დავიბრუნოთ და ამოცანაც სწორედ ასე უნდა იყოს დასმული ჩვენ ისედაც ბევრი რამ წაგვართვეს და ახლა ჩვენი ქვეყანა იბრუნებს ამ ყველაფერს. აქტივებსაც და ტერიტორიებსაც და ახლა ვინ არის დამნაშავე და ვინ მტყუანი, ამის გარკვევის დრო არ არის" ამბობს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი. 

დღეს უკრაინაში პუტინის ომის 62-ე დღეა. 24 თებერვლის გამთენიას, მისი საოკუპაციო არმია სუვერენულ ქვეყანაში შეიჭრა და მას შემდეგ ბომბავს ქალაქებსა და ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი