
პუტინის პროპაგანდისტი, RT-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან ადეკვატურად იქცევა და გამოდის ინიციატივით, გაუქმდეს საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა.
"საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ამ ვითარებაში საოცრად ადეკვატურად იქცევა.
სააკაშვილი, რომელმაც ესროლა ჩვენს სამშვიდობოებს, თვითონ დააპატიმრეს. სანქციებს მხარი არ დაუჭირეს, მათი რიტორიკა უფრო მშვიდია, ვიდრე ოდკბ-ს ზოგიერთი წევრი ქვეყნის რიტორიკა.
ხომ არ გავაუქმოთ მათთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა? ისინი ამას მოუთმენლად ელიან", - ამბობს სიმონიანი.