
7800 ტონა სანქცირებული ნავთობი ამ დრომდე საქართველოს ერთ-ერთ საბაჟო პუნქტზე რჩება. რუსული სანქცირებული კომპანია ლუკოილოს ნედლი საწვავის შემოტანას საქართველოში უკვე მეორედ ცდილობენ, თუმცა ყაზახური და აზერბაიჯანული კომპანიები ტვირთის გატარებაზე უარს ამბობენ.
ოპოზიციის ინფორმაციით, სანქცირებული საწვავის შემოტანაზე პასუხისმგებელი არიან ძმები ჩხენკელები, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ პრემიერ ღარიბაშვილთან.
"იკვეთება ერთი კითხვა - როგორ მოხვდა სახმელეთო გზით სანქცირებული 7 800 ტონა ნავთობპროდუქტი საქართველოში. უტყუარად შემიძლია გითხრათ, რომ ყულევში დასაწყობებული აქვთ. შემომტანები, ვინც უზრუნველყო ხმელეთით ამ ტვირთით მოსვლა საქართველოში, არიან ძმები ჩხენკელები, რომლებიც დაკავშირებული არიან ღარიბაშვილთან",-თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
"მთავარმა არხმა" გასულ კვირას მოამზადა რეპორტაჟი, როგორ ცდილობენ ბათუმის საზღვრის გავლით სანქცირებული საწვავი შემოეტანათ.
ავტორი: ნინიკო გიგაური