
შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტს, კამალა ჰარისს კორონავირუსი დაუდასტურდა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ჰარისს პრეზიდენტ ბაიდენთან და პირველ ლედისთან ახლო კონტაქტი არ ჰქონია.
"დღეს, ვიცეპრეზიდენტ ჰარისს სწრაფი და PCR ტესტით COVID-19 დაუდასტურდა . მას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება, ის იზოლაციაში იქნება და მუშაობას პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გაავრცელებს.
მას არ ჰქონია ახლო კონტაქტი პრეზიდენტთან ან პირველ ლედისთან, მათი ბოლოდროინდელი მოგზაურობის განრიგიდან გამომდინარე", - წერია თეთრი სახლის განცახდებაში.