
ირპინის მერს პირადად უნდა ვთხოვო, ერთ-ერთ სკვერს ან ქუჩას მათი [დაღუპული ქართველი სამხედროების] სახელი ეწოდოს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც უკრაინის თავისუფლებისთვის იბრძოდა, Facebook-ზე წერს.
ირპინში სამი ქართველი დაიღუპა, დავით რატიანი, გია ბერიაშვილი და დავით გობეჯიშვილი. ყველაზე მეტი ქართველი ირპინში იბრძოდა კიევის დასაცავად. იქ ცხოვრება თავის კალაპოტს რომ დაუბრუნდება, ირპინის მერს პირადად უნდა ვთხოვო ერთ-ერთ სკვერს ან ქუჩას მათი სახელი ეწოდოს, - წერს ოქრუაშვილი.