
შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, მარკ მილერმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას ბირთვულ იარაღზე "სრულიად უპასუხისმგებლო" უწოდა.
"ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ქვეყნის უმაღლესი რანგის ლიდერი იწყებს მუქარით საუბარს ბირთვულ ომზე, ამას ყველა სერიოზულად იღებს",-თქვა მან CNN-თან ინტერვიუში.
ცნობისთვის, 25 აპრილს სერგეი ლავროვმა თქვა, რომ "ბირთვული ომის საფრთხე რეალურია და არ შეიძლება, ის სათანადოდ არ შეფასდეს".